სამეცნიერო სესია

31 მაისი,2016

 

31 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში,  ოთარ ჩხეიძის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის ინიციატივით ჩატარდა სამეცნიერო სესია თემაზე - როსტომ ჩხეიძის ბიოგრაფიულ რომან „დევების სტუმარი“ (ვაჟა-ფშაველას ცხოვრების ქრონიკა) საფუძველზე. დამსწრე საზოგადოებას მიესალმა გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, რომელმაც ისაუბრა როსტომ ჩხეიძის შემოქმედების შესახებ და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ასეთი შეხვედრები აუცილებელი და მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის. წიგნისა და როსტომ ჩხეიძის შემოქმედების შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს  მომხსენებლებმა: ნინო ვახანიამ,  ნანა კუციამ,  მარინე ტურავამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებელები და მოწვეული სტუმრები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა