სამუშაო შეხვედრა

25 ოქტომბერი,2018

2018 წლის 25 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრში გაიმართა ისტორიის კათედრის სამუშაო შეხვედრა ზოგადი განათლების საბაზო/საშუალო საფეხურის ისტორიის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო (300 კრედიტიანი) პროგრამის განხილვის მიზნით, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მამუკა ჯოლბორდი, ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი პროფესორი ელდარ მამისთვალიშვილი, ზემოხსენებული 300 კრედიტიანი პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე და პროგრამაში ჩართული პროფესორები, ასოცირებული პროფესორები და დოქტორები: დავით ჩოჩიშვილი, ვაჟა ჩოჩია, დავით ახლოური, გიორგი მინდიაშვილი, ნოდარ მირაზანაშვილი, მანანა მიჩიტაშვილი.
გაიმართა მსჯელობა და დისკუსია პროგრამის მოდულების, ძირითადი და არჩევითი კურსების, კრედიტების განაწილების შესახებ.
განაწილდა კათედრის წევრთა შორის ფუნქციები.
კათედრის სხდომაზე განიხილეს სხვა საორგანიზაციო საკითხები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა