სამუშაო შეხვედრები ერაზმუს+ის პროექტის ფარგლებში

21 ნოემბერი,2022

2022 წლის 13-20 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: რუიზან მექვაბიძე, თამარ მაკასარაშვილი, თეა ხორგუაშვილი ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერაზმუს+ის პროექტის "მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში" ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ პორტუგალიაში, ლისაბონის "ნოვას" უნივერსიტეტში.

სამუშაო შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

დელეგაციის წევრები გაეცნენ "ნოვას" უნივერსიტეტის საქმიანობას სხვადასხვა მიმართულების მიხედვით, ყოველი დღე დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით და დისკუსიით.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა