სამუშაო შეხვედრები

20 ოქტომბერი,2014

2014 წლის 29/09/14-03/10/14, ტემპუსის პროექტის -544191 Tempus 1-2013-1-PT JPCR  - საქართველოს, აზერბაიჯანსა და მოლდავეთში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს დელეგაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი „გორგასალი“, საწართველოს ტურიზმის ეროვნული ასოციაცია, სასტუმრო „ძველი მეტეხი“,  საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო. გორის უნივერსიტეტიდან მიწვეულები იყვნენ: რექტორი,  პროფესორი  გიორგი სოსიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი/საერთაშორისო პროექტების მენეჯერი რუიზან მექვაბიძე.  
სამუშაო შეხვედრები შედგა ქალაქებში: ტონონ ლე ბანსა, ევიანსა  შამბერსა და ბურჟეს სასწავლებლებსა და სასტუმროებში (ჰილტონი, სამეფო). შეხვედრების მთავარი მიზანი იყო, სიტუაციების ანალიზი  „სასტუმროს მენეჯმენტის“  სრულყოფილი სასწავლო პროგრამების შემუშავება საბაკალავრო და სამაგისტრო დონეებზე  

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა