საქართველოს ეკონომისტთა IV ეროვნულ კონფერენცია

09 სექტემბერი,2022

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2022 წლის 9 სექტემბერს უმასპინძლა საქართველოს ეკონომისტთა IV ეროვნულ კონფერენციას "მსოფლიო ეკონომიკის არქიტექტურის ცვლილება და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები".
კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკური კომისიის, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის მიერ.
კონფერენცია გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. სხდომას ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა.
პლენარულ სესიაზე წარმოდგენილი იყო აკადემიკოსების ვლადიმერ პაპავას და მიხეილ ჯიბუტის, ასევე, პროფესორების: ელგუჯა მექვაბიშვილის, გიორგი ღაღანიძის, თეა და ნათია ხორგუაშვილების მოხსენებები.
პროგრამის მიხედვით მონაწილეობას იღებდა 75 მონაწილე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა