საქართველოს ეროვნული ბანკი გორის უნივერსიტეტში.

01 მაისი,2019


1 მაისს გორის უნივერსიტეტს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
შეხვედრას, რომელიც ძირითადად ლექციის ფორმატით მიმდინარეობდა, წარუძღვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბატონი კობა გვენეტაძე.
ლექციის თემა იყო ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგია, ფინანსური ინფლაცია, საპენსიო დაგროვებითი სისტემა. შეხვედრის დროს დისკუსია გაიმართა სტუდენტებსა და სტუმრებს შორის.
პრეზენტაციის დროს სტუდენტებს საშუალება მიეცათ ამოეხსნათ ფინანსური ქეისები.
დისკუსიის დასასრულს საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, მოსალოდნელი რისკების განსაზღვრა და მათი შემცირება.
სტუმრებმა გამოთქვეს გორის უნივერსიტეტთან და სტუდენტებთან თანამშრომლობის სურვილი.ა

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა