საქართველოს პროკურატურის კვირეული

10 ივნისი,2022

საქართველოს გენერალური პროკურორის, ბატონი ირაკლი შოთაძის ინიციატივით, საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით გაიმართა პროკურორების შეხვედრები სტუდენტებთან - საქართველოს პროკურატურის კვირეული, 2022.
საქართველოს პროკურატურასა და გორის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, მიმდინარე წლის 10 ივნისს გორის უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია, რომელსაც უძღვებოდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი ბატონი ნიკოლოზ სანიკიძე.
შეხვედრაზე განიხილეს:
საქართველოს პროკურატურის როლი;
საქართველოს პროკურატურის ფუნქციები;
საქართველოს პროკურატურის რეფორმები;
საქართველოს პროკურატურის 2021-2027 წლების სტრატეგია (მათ შორის, ცალკეულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლა);
სტაჟირების პროგრამა.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა