საქმიანი ვიზიტი ვატიკანში

15 დეკემბერი,2025

მიმდინარე წლის 8-12 დეკემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი და რექტორის მოადგილე, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ ვატიკანის ქალაქ სახელმწიფოში.

ვიზიტის ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს ვატიკანის პროპაგანდა ფიდეს საისტორიო არქივის ხელმძღვანელ, დონ ფლავიო ბელუომინთან და არქივისტ, ვალენტინა კარახანიანთან.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო ორ დასრულებულ პროექტს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ვატიკანის Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცული ქართული და საქართველოსთან დაკავშირებული წყაროების სამეცნიერო კვლევა“ და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დაკავშირებულია ვატიკანის პროპაგანდა ფიდეს საისტორიო არქივში არსებულ საქართველოს ისტორიის ამსახველი დოკუმენტების შემცველი ოთხი ტომის რესტავრაციასა და კონსერვაციას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი წმინდა საყდართან, ბატონი დავით მექვაბიშვილი და ა(ა)იპ - თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დირექტორი, ბატონი ლევან ბექაია.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 17 დეკემბერს, ჰიბრიდულ რეჟიმში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება და...

17 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა

საქმიანი ვიზიტი ვატიკანში

მიმდინარე წლის 8-12 დეკემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, აკადემიკოსი გიორგი...

15 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა