სასწავლო სემინარი

18 დეკემბერი,2018

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მხარდაჭერით 2018 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა სასწავლო სემინარი ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრობლემური ასპექტები“.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა მსგავსი შეხვედრების და სემინარების მნიშვნელობაზე.
ღონისძიებას უძღვებოდნენ გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ადვოკატები და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენელები, მოწვეული სპეციალისტები, რეგიონში მოღვაწე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატები.
სასწავლო სემინარში მონაწილოებას მიიღეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც, რომლებაც გაიცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
,,ა(ა)იპ საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის" (#GLIP) 2018 წლის 1 ივნისიდან აქტიურად განაახლა საქმიანობა, რაც მოიცავს სამართლის სფეროს სამეცნიერო საზოგადოების წევრების და პრაქტიკოსი იურისტების აქტიური ჩართულობითსხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას. აღნიშნული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს - საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა