სასწავლო წლის დაწყება

03 ოქტომბერი,2022

მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან მიძღვნილი ღონისძიება.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა გასული წლის მთავარ მიღწევებზე, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის სტატუსის შეცვლის მნიშვნელობას უნივერსიტეტისა და რეგიონისთვის, ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმბეზე და წარმატება უსურვა სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს.
ღონისძიების დამსწრეებს ასევე მიესალმნენ:
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე; განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა ალექსიძე; გორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ხატია ხაბაშვილი; მსახიობი დუტა სხირტლაძე.
ღონისძიების დასასრულს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა