საუნივერსიტეტო კონფერენცია

24 ივნისი,2015


2015 წლის 22 ივნისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა მესამე  გაერთიანებული საუნივერსიტეტო კონფერენცია „მეცნიერება განვითარებისა და წინსვლისათვის“ ჩატარდა. სადაც მონაწილეობდნენ გორის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის და თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.კონფერენცია გახსნა  გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა,პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა.კონფერენციაზე მისასალმებელი  სიტყვით გამოვიდნენ  გორის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი,პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი,პროფესორი ნოდარ პაპუკაშვილი და თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი,პროფესორი სოლომონ პავლიაშვილი. გორის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა:გიორგი მღებრიშვილმა (ხელმძღვანელი: პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი),თეონა ფოლადაშვილმა (ხელმძღვანელი:პროფესორი თეა ხორგუაშვილი),ბექა ნაოჭაშვილმა (ხელმძღვანელი: პროფესორი გიული გიგუაშვილი),თამარ ტერმაკოზაშვილმა (ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია აზმაიფარაშვილი) წარმოადგინეს თემები.კონფერენციის დასასრულს გაიმართა მონაწლეთა დაჯილდოება.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა