საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს სხდომა

27 ივნისი,2024

2024 წლის 27 ივნისს სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს სხდომა. შეხვედრას ესწრებოდნენ: პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, პროფესორი ელდარ მამისთვალიშვილი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე, პროფესორი მურმან პაპაშვილი და ასოცირებული პროფესორი დავით ახლოური.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერატაციო საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელდარ მამისთვალიშვილი, ხოლო სადისერატაციო საბჭოს მდივნად - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე.
ამავე სხდომაზე დამტკიცდა ინსტრუქცია სსიპ-გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სადისერტაციო ნაშრომისა და სადისერტაციო ნაშრომის მაცნეს ტექნიკური მონაცემების შესახებ.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა