საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ტურნირი

01 ივნისი,2026


საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით „საქართველოს უნივერსიადა 2026“-ის ფარგლებში გამართულ ძიუდოს ჩემპიონატზე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს. ჩვენმა სპორტსმენებმა ტურნირზე 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რის შედეგადაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძიუდოისტთა ნაკრებმა საპატიო გუნდური პირველი ადგილი დაიკავა!
ოქროს მედალოსნები:

  1. თენგო ხიდაშელი (73 კგ) 
  2. ჯუმბერ მელაძე (81 კგ) 
  3. ვლადიმერ ახალკაცი (90 კგ) 

ვერცხლის მედალოსნები:

  1. გელა გიუნაშვილი (81 კგ) 
  2. ვაჟა ავაზნელი (90 კგ) 

ბრინჯაოს მედალოსნები:

  1. მურაზ ბუჟღულაშვილი (60 კგ) 
  2. ალეკო კასრაძე (73 კგ) 
  3. ნოდარ შერმადინი (90 კგ) 
  4. ლადო დულარიძე (90 კგ) 
  5. თამაზ ბიგანაშვილი (+100 კგ)

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2026 წლის 08 ივნისს, ჰიბრიდულ რეჟიმში, გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბავშვთა უფლებები და...

08 ივნისი, 2026 სრულად ნახვა

მონიკა ტომაშზევსკას საჯარო ლექცია

026 წლის 8 ივნისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა გდანსკის უნივერსიტეტის სრული პროფესორის, გდანსკის უნივერსიტეტის შრომის დეპარტამენტის ხელმძღვანელის...

08 ივნისი, 2026 სრულად ნახვა