Erasmus+ CBHE პროექტ „Re-Direction“-ის მესამე ტრანსნაციონალურ პარტნიორთა შეხვედრა

03 ივნისი,2026

2026 წლის მაისში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საბერძნეთში, ათენის Metropolitan College-ში, სადაც მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ CBHE პროექტ „Re-Direction“-ის მესამე ტრანსნაციონალურ პარტნიორთა შეხვედრაში.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და რექტორის მოადგილე, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში პარტნიორებმა განიხილეს პროექტის მიმდინარეობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო აქტივობები, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მე-4 და მე-5 სამუშაო პაკეტების ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობასა და მიღებულ შედეგებს, ასევე, პროექტის შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფისა და გავრცელების (dissemination) სტრატეგიების განხილვას.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები და ასევე, საქართველოს, უკრაინის, გერმანიისა და საბერძნეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროექტის საერთაშორისო მნიშვნელობასა და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.
პროექტი „Re-Direction“ მიზნად ისახავს უმაღლეს განათლებაში დემოკრატიული ღირებულებების, ინკლუზიურობის, მდგრადობისა და ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობას, ხოლო მსგავსი ტრანსნაციონალური შეხვედრები მნიშვნელოვანი პლატფორმაა პარტნიორებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი განვითარებისათვის.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირისა და ევროპული განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ოფიციალურ პოზიციას.
პროექტის ვებგვერდი: https://re-direction.org/
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61563411968827
LinkedIn გვერდი: https://www.linkedin.com/company/re-direction-project/

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

Erasmus+ CBHE პროექტ „Re-Direction“-ის მესამე ტრანსნაციონალურ პარტნიორთა...

2026 წლის მაისში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საბერძნეთში, ათენის Metropolitan College-ში, სადაც მონაწილეობა მიიღეს Erasmus+...

03 ივნისი, 2026 სრულად ნახვა

საჯარო ლექცია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

სტუდენტური დღეები 2026-ის ფარგლებში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1 ივნისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბავშვთა უფლებების ცენტრში...

01 ივნისი, 2026 სრულად ნახვა