საჯარო ლექცია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

01 ივნისი,2026

სტუდენტური დღეები 2026-ის ფარგლებში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1 ივნისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბავშვთა უფლებების ცენტრში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „ ბავშვის უფლებების დეკლარაცია და მისი აღსრულების მექანიზმები“, რომელსაც უძღვებოდა გორის უნივერსიტეტის პროფესორი ნელი ჭამპურიძე.
შეხვედრის მიზანს საზოგადოებაში ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით გარანტირებული პრინციპების განხილვა წარმოადგენდა. ლექციის განმავლობაში ყურადღება გამახვილდა ბავშვის განვითარების, ძალადობისგან დაცვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი აზრის გათვალისწინების მნიშვნელობაზე.
საჯარო ლექციას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები და გორის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები.
ლექციის დასრულების შემდეგ, გორის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა სახალისო აქტივობები

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2026 წლის 08 ივნისს, ჰიბრიდულ რეჟიმში, გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბავშვთა უფლებები და...

08 ივნისი, 2026 სრულად ნახვა

მონიკა ტომაშზევსკას საჯარო ლექცია

026 წლის 8 ივნისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა გდანსკის უნივერსიტეტის სრული პროფესორის, გდანსკის უნივერსიტეტის შრომის დეპარტამენტის ხელმძღვანელის...

08 ივნისი, 2026 სრულად ნახვა