სახალხო დღესასწაული „გორის დღეები 2026“

03 ოქტომბერი,2026

2026 წლის 3 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო სახალხო დღესასწაულში „გორის დღეები 2026“.

ღონისძიებაზე უნივერსიტეტმა წარადგინა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კრებულები და სასაჩუქრე, ბრენდირებული ნივთები. ქალაქის დღესასწაულის სტუმრებისთვის გაიმართა შემეცნებითი ვიქტორინა „რამდენად კარგად ვიცნობთ გორის უნივერსიტეტს?“, გამარჯვებულებს კი სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილ აქტივობაში მონაწილეობდნენ:

ალექსანდრე მღებრიშვილი - უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი;

ანა იმნაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი;

მანანა ასლანიშვილი-ჩხეიძე და ირა ქესანაშვილი - ბიბლიოთეკის სპეციალისტები;

ლიზი ქარელიშვილი და რატი შუშიაშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა ინტელექტუალური თამაში

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ინტელექტუალური თამაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა 19 გუნდი.

06 ნოემბერი, 2026 სრულად ნახვა

რექტორის, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის შეხვედრა ჯგუფხელებთან

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხებისა და სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა.

05 ნოემბერი, 2026 სრულად ნახვა