სახელმწიფო დროშის დღე

15 იანვარი,2016

14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. დროშის დღის აღნიშვნა საქართველოს რეგიონებიდან დაიწყო. აქცია შეუერთდა გორის უნივერსიტეტიც, სტუდენტები 12 საათზე მივიდნენ სოფელ შინდისის გმირთა მემორიალთან, სადაც საპატიო ყარაულთან ერთად აღმართეს საქართველოს დროშა, შეასრულეს საქართველოს ჰიმმნი, რის შემდეგაც თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში შეიკრიბნენ.

15:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო ღონისძიებაზე რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს იუნკერები დახვდნენ და ისინი ერთად გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ. ცერემონიის მსვლელობისას აღიმართა სახელმწიფო დროშის ორიგინალი.

პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და სახელმწიფო სიმბოლიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასასრულს, სტუდენტების მიერ რეგიონებიდან დედაქალაქში ჩამოტანილი დროშები პრეზიდენტის სასახლეზე აღიმართა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა