საზაფხულო სკოლა - 2019

25 აპრილი,2019

2019 წლის 19-23 აპრილს რეჯეპ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა „საზაფხულო სკოლა - 2019“, სადაც მონაწილეობა მიიღო გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 5-მა სტუდენტა.
პროგრამა დატვირთული იყო სამეცნიერო ლექციებით, პრაქტიკული სემინარებით და შემოქმედებითი აქტივობებით. სტუდენტებმა საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოინახულეს რიზესა და ტრაბზონში მდებარე ისტორიული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები.
საზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს რეჯეპ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტისგან გადაეცათ მადლობის სიგელები.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის აქტიური ინსტიტუციური თანამშრომლობა 2012 წლიდან იღებს სათავეს და ამ პერიოდის განმავლობაში ორი უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა არაერთი ღონისძიება, მათ შორის სამეცნიერო კონფერენციები, მობილობის პროგრამები და სეზონური სკოლები.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სახელით მადლობას ვუხდით რეჯეპ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტს საზაფხულო სკოლის ორგანიზებისთვის, ასევე განსაკუთრებული მადლობა ბატონ ჰარუნ ჩიმქეს, ქალბატონებს სოფიო მახაჭაშვილს და გიულ მუქერემ ოზთურქს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა