საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლები გორის უნივერსიტეტში

21 მაისი,2026

მიმდინარე წლის 21 მაისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრის მიზანს სატელეკომუნიკაციო სფეროში ახალგაზრდების უფლებრივი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

სამსახურის წარმომადგენლებმა სტუდენტებს დეტალურად გააცნეს უწყების საქმიანობა, ამ მიმართულებით არსებული მიღწევები და ძირითადი გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზოგადოებრივი დამცველის აპარატის მიერ განხორციელებულ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორებიცაა: „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და „მოგზაური ოფისი“.

შეხვედრაზე ახალგაზრდებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთა უფლებების, მომსახურე კომპანიების ვალდებულებებისა და საჩივრის/განცხადების განხილვის სამართლებრივი წესებისა თუ ვადების შესახებ.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლები გორის უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 21 მაისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ....

21 მაისი, 2026 სრულად ნახვა

შეხვედრა გამართეს საქართველოში ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის...

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე, საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებისა და...

19 მაისი, 2026 სრულად ნახვა