შეხვედრა ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშესთან

29 მარტი,2021

მიმდინარე წლის 29 მარტს აშშ-ს საელჩოს საქართველოში კულტურის ატაშე, კრისტოფერ ანდერსონი შეხვდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ონლაინ ღონისძიება ‘’საჯარო გამოსვლა ინგლისურ ენაზე’’, მონაწილე სტუდენტებს.
შეხვედრის მიზანი იყო 2020 წლის 28 დეკემბერს სსიპ გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თაოსნობით ჩატარებულ საუნივერსიტეტო ონლაინ ღონისძიებაში ‘’საჯარო გამოსვლა ინგლისურ ენაზე’’, მონაწილე სტუდენტთა წახალისება და მოტივაციის ამაღლება.
შეხვედრა გახსნა სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელიც მიესალმა კონკურსის თითოეულ მონაწილეს, მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, მონაწილეებს და ისაუბრა გორის უნივერსიტეტში ინგლისური ენის სწავლა-სწავლების ხელშეწყობასა და განვითარებაზე.
ღონისძიებას უძღვებოდა ნონა პოპიაშვილი - გორის უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტანდარტების განვითარებისა და დანერგვის პროგრამის ხელმძღვანელი.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ მასტერკლასი აშშ-ს საელჩოს საქართველოში კულტურის ატაშე, კრისტოფერ ანდერსონისგან, მან სტუდენტებს საკუთარი აზრი და გამოცდილება გაუზიარა საჯარო გამოსვლის ხელოვნების და მნიშვნელობის შესახებ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა