შეხვედრა COST ასოციაციის მეცნიერების ოფიცერთან

08 ივლისი,2022

როგორც ცნობილია, საქართველო გახდა „მეცნიერებასა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ორგანიზაციის - „COST ასოციაციის“ წევრი. საქართველოს სრულფასოვან წევრობასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, COST ასოციაციასთან ერთად აგრძელებს COST-ის პროგრამის ფარგლებში არსებული სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას.  2022 წლის 8 ივლისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მონაწილეობდა ღონისძიებაში, რომელიც ჩაატარა - COST ასოციაციის მეცნიერების ოფიცერმა - ქალბატონმა ინგა დადეშიძემ. შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს უნივერსიტეტებში მოქმედ ,,ჰორიზონტი ევროპის’’ საგრანტო ოფისების თანამშრომლებისთვის, რის მიზანსაც წარმოადგენდა COST-ის პროგრამის ქსელური ინსტრუმენტებისა და მასში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და განხილვა.    

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა