შეხვედრა და საჯარო ლექცია

11 მაისი,2016

11 მაისს "ევროპის დღეები 2016" ფარგლებში, გორის უნივერსიტეტს ეწვივნენ "ევროპისმცოდნეთა კლუბის" კურატორი, პროფესორი ნუგზარ ბარდაველიძე, კლუბის წევრი მარიამ ბაგაური და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვიტარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა იმნაძემ, რომელმაც ისაუბრა უნივერსიტეტების ერთობლივი პროექტების მნიშვნელობაზე, რომელიც საშუალებას იძლევა სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა გაიცნონ ერთმანეთი და დაგეგმონ ერთობლივი პროექტები.
პროფესორმა ნუგზარ ბარდაველიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს ევროპული არჩევანი.“ ისაუბრა საქართველოს ევროპულ გზაზე, ქართულ-ევროპულ ურთიერთობებსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე, ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები, ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ელდარ მამისთვალიშვილი, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი. შეხვედრის ბოლოს მან სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა სტუმრები მიიღო გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც გამოთქვა ევროპისმცოდნეთა კლუბთან მჭიდრო თანამშმრომლობის სურვილი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა