შეხვედრა დამსაქმებლებსა და კურსდამთავრებულებთან

30 ივნისი,2014

30 ივნისს გორის უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა შიდა ქართლის რეგიონის დამსაქმებლებსა და კურსდამთავრებულებთან. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა მიმოიხილა გორის უნივერსიტეტის 2013-2014 სასწავლო წლის მიღწევები, ისაუბრა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების განვითარებაში დამსაქმებლებისა და კურსდამთავრებულების ჩართულობის მნიშვნელობაზე, რამაც კურსდამთავრებულები  კონკურენტუნარიან ბაზარზე უნდა გაიყვანოს. სტუმრებმა შეავსეს  კითხვარები, სადაც გამოხატეს თავიანთი აზრი და სურვილი  თითოეული პროგრამის მიმართ.

მსგავსი შეხვედრები სისტემატურ ხასიათს ატარებს, დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის  კონკრეტული გზები.

შეხვედრის დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა გორის უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის  34 ორგანიზაციის ხელმძღვანელს  მადლობის სიგელები გადასცა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა