შეხვედრა, ერასმუსის პროგრამის ფარგლებში, პოლონელ ახალგაზრდებთან

19 აპრილი,2023

მიმდინარე წლის 19 აპრილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ერასმუსის პროგრამის ფარგლებში, ესტუმრა პოლონელი ახალგაზრდების ჯგუფი. პროექტის მონაწილეები ერთი კვირის განმავლობაში, ქართველ თანატოლებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა აქტივობაში. პროექტს ახორციელებს პოლონურ-ქართული თანამშრომლობის ცენტრი და მასში, საერთო ჯამში, 20 ახალგაზრდაა ჩართული.
პოლონელი და ქართველი სტუდენტების ჯგუფს შეხვდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებს და მონაწილეებს აქტიურობისთვის, ისაუბრა მსგავსი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე და წაიკითხა ლექცია პოლონურ-ქართულ ურთიერთობაზე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა