შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლებთან

22 ივნისი,2021

მიმდინარე წლის 22 ივნისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა გორის მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლებს და გააფორმა მემორენდუმი STEM-ის აკადემიასთან. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა STEM-ის სწავლების მიდგომებზე, სადაც ხდება მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის ინტეგრირება. მასწავლებლები გაეცნენ პროფესორ დავით სონღულაშვილის ვირტუალურ-რეალურ ლაბორატრიას, არდუინოს მუშაობის პრინციპს, რობოტექნიკის განვითარებას. მემორენდუმის ფარგლებში, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებულმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა დაგეგმა სტუდენტთა მონაწილეობა STEM-ის აკადემიის კვლევებსა და პროექტებში, ერთობლივი ღონისძიებები, სემინერები, კონფერენციები, მასტერკლასები, როგორც STEM მიმართულების პედაგოგებთან, ასევე სტუდენტებთან და სკოლის მოსწავლეებთან.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა