შეხვედრა გორის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელებთან

04 ივნისი,2019

2019 წლის 4 ივნისს, გორის უნივერსიტეტის რექტორის მ/შ, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი, პროფესორი რუიზან მექვაბიძე შეხვდნენ გორის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელებს, პროფესორებს: თეა ხორგუაშვილს, ვანო ბალახაშვილს, მაია აზმაიფარაშვილს, თამარ მაკასარაშვილს, გიული გიგუაშვილს და ქეთევან ლომსაძეს, რომლებსაც გააცნეს რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტთან მიღწეული შეთანხმება შერეული სწავლების (ფორმალური + დისტანციური) სასერტიფიკატო პროგრამების მომზადებასთან დაკავშირებით. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ გორის და რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი სერტიფიკატი.
შეხვედრის საფუძველი იყო ერასმუსის საერთაშორისო კვირეულის სამუშაო პერიოდში (13-17 მაისი,2019) საერთაშორისო საგანმანათლებლო და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით მიღწეული შეთანხმება.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა