შეხვედრა გუბერნატორთან

28 სექტემბერი,2018

28 სექტემბერს, გორის უნივერსიტეტს ეწვია შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი. სტუმარს შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რის შემდეგაც შეხვედრა გაგრძელდა უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მხარის გუბერნატორს სტუმრობისა და უნივერსიტეტის ცხოვრებით დაინტერესებისთვის. ასევე, ისაუბრა გორის უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეებსა და გეგმებზე. თავის გამოსვლაში, შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა გამოხატა სრული მხარდაჭერა და ნდობა გორის უნივერსიტეტის მიმართ. ასევე, გამოთქვა აქტიური თანამშრომლობის და ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა