
შეხვედრა ჟან მონეს მოდულის ფარგლებში
09 ნოემბერი,2020
“აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანმებაში“ - ჟან მონეს მოდულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
2020 წლის 23 ოქტომბერს, JEAN MONNET MODULE-ის ფარგლებში - „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“ - შედგა სამუშაო და გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის რექტორმა ბ-მა გიორგი სოსიაშვილმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალთან განიხილა მოდულის სამომავლო შესრულებისა და მოდულის პრეზენტაციის ორგანიზების ასპექტები. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ბ-ნი ალექსანდრე მღებრიშვილი, მოდულის კოორდინატორი ეკატერინე ქარდავა, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ბ-ნი ზურა ზურაბაშვილი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი ქ-ნი ციური დურული, იურიდიული სამსახურის უფროსი ბ-ნი დავით კვერნაძე.