შეხვედრა „მინერვა ინტისს''-ის დელეგაციასთან

30 იანვარი,2021

მიმდინარე წლის 29 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ორგანიზაცია „მინერვა ინტისს''-ის დელეგაცია ეწვია, ქალბატონ მაია ჯიჯავას და ბატონ ჯოვანი ჯაკომანტიოს შემადგენლობით.

დელეგაციას უმასპინძლა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ანა იმნაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს გორის უნივერსიტეტში იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის გახსნის შესაძლებლობაზე და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს ხელშეწყობით გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში იტალიური ენის შემსწავლელი კურსების დაწყებაზე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა