შეხვედრა მწერალ ალეკო შუღლაძესთან და ლატვიელ მწერალ არტურ იურკევიჩთან

17 ოქტომბერი,2019

17 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, უმასპინძლა ლიტერატურულ პრემია „საბას“ ლაურეატს მწერალ ალეკო შუღლაძეს და ლატვიელ მწერალ არტურ იურკევიჩს.

შეხვედრაზე მოეწყო ა. შუღლაძის ახალი რომანის - „ქრონიკული დაღლილობის სურნელის“ პრეზენტაცია.

ლატვიელმა მწერალმა არტურ იურკევიჩმა კი ისაუბრა
საკუთარ პროზაულ ნაწარმოებზე - ,,დამარხული ვაზი'', რომელიც აფხაზეთის ომის შესახებ მალხაზ ჯაჯანიძის მიერ მონათხრობი ისტორიით არის შექმნილი.

შეხვედრაზე სტუმრებმა უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს, აღწერეს საკუთარი შემოქმედებითი პროცესის თავისებურებანი, შთაბეჭდილებები და სტუდენტებს გაუზიარეს პროზაული ნაწარმოებების შექმნისას მიღებული გამოცდილება.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა