შეხვედრა პროექტის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში

07 აპრილი,2023

მიმდინარე წლის 7 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში გაიმართა მორიგი შეხვედრა, მწერალ და მთარგმნელ, ოქტაი ქაზუმოვთან. საჯარო ლექციის თემა „ქართული ლიტერატურის ევროპული გზა“.
შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებს მიესალმა და დამსწრეთ მწერალი წარუდგინა პროექტის ხელმძღვანელმა, კატო ჯავახიშვილმა.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ART&SOCIETY“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორობითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა