შეხვედრა ქალბატონ გუგული მაღრაძესთან

22 აპრილი,2019

22 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს - საქართველოს პარლამენტის და ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი, ქალბატონი გუგული მაღრაძე ეწვია და სტუდენტებს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციისა და საქმიანობის შესახებ ესაუბრა.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმარს და ისაუბრა ასეთი შეხვედრების მნიშვნელობაზე. სიტყვით გამოვიდა გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც საზოგადოებას გააცნო ქალბატონი გუგული მაღრაძის მოღვაწეობა და ისაუბრა ღია პარლამენტის იდეის აქტუალობის შესახებ.

შეხვედრაზე, ქალბატონმა გუგული მაღრაძემ მიმოიხილა ის მთავარი მიღწევები, რაც საქართველოში საკანონმდებლო ღიაობის კუთხით იქნა მიღწეული. სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეგოთ ახალი სერვისების შესახებ, რომელიც ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმების (3 სამოქმედო გეგმა, რომელიც შემუშავდა ღია მმართველობის ინიციატივის (OGP) ფარგლებში) ფარგლებში შეიქმნა, საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით.

შეხვედრა ჩატარდა „პარლამენტის დღე უნივერსიტეტში“ კამპანიის ფარფლებში, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უმაღლეს საგანანმანათლებლო დაწასებელებებში ატარებს. ამ ინიციატივის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი (IDFI).

შეხვედრის დასასრულს ქალბატონმა გუგული მაღრაძემ უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა