შეხვედრა ქარელის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორებთან

24 ოქტომბერი,2022

 

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა სკოლამდელი განათლების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების ჯგუფის წევრებსა და ქარელის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორებს შორის. განილული იქნა სკოლამდელი განათლების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის პროექტი. შეხვედრაზე ბაგა-ბაღის დირექტორებმა, გამოთქვეს აზრი პროგრამის ირგვლივ და წამოაყენეს წინადადებები, რაც გათვალისწინებული იქნება პროგრამაზე მუშაობისას ჯგუფის მიერ. შეხვედრას ესწრებოდნენ ქარელის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო მეზვრიშვილი, საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების ჯგუფის წევრები პროფ. ლელა ალექსიძე და პროფ ნოდარ მირაზანაშვილი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა