შეხვედრა სამართლის მიმართულების სტუდენტებთან

19 დეკემბერი,2019

2019 წლის 18 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ბატონმა გივი მიქანაძემ და წამყვანმა სპეციალისტმა ნინო მკერვალიშვილმა შეხვედრა გამართეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების სტუდენტებთან.
შეხვედრა გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც სამართლის მიმართულების სტუდენტებს მიულოცა სამართლის და საჯარო მმართველობის პროგრამების 7 წლიანი უპირობო აკრედიტაცია. მადლობა გადაუხადა სტუმრებს და ისაუბრა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე.
ბატონმა გივი მიქანაძემ სტუდენტებს ახალი ინოვაციური პროგრამა გააცნო, რომელიც საქართველოს პარლამენტში დისტანციურ სტაჟირებას ითვალისწინებს. დისტანციური სწავლების მიზანია, თბილისსა და მის გარეთ მცხოვრებ დაინტერესებულ პირებს მიეცეთ საქართველოს პარლამენტში სტაჟირების შესაძლებლობა მაღვალკვალიფიციური პერსონალის მოსამზადებლად, პროფესიული ზრდის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განსავითარებლად.
დისტანციური სტაჟირებაზე სტაჟიორთა შერჩევა კონკურსის წესით მოხდება. პროგრამა 26 კვირიანია და ოთხი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება.
კონკურსი 2020 წლის 8 იანვარს გამოცხადდება.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა