შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან

21 მაისი,2016

 20 მაისს გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს, ილია II-ს შეხვდნენ.
 კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
 შეხვედრაზე საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი ანდრიაძემ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საპატრიარქოს ერთობლივი საქმიანობისა და იმ მემორანდუმის შესახებ ისაუბრა, რომლის მიზანიც მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების განვითარება, ეპარქიებში ვაზის ადგილობრივი უნიკალური ჯიშების პოპულარიზაცია და ქართულ ისტორიულ დიასპორის ტერიტორიაზე ვაზის ქართული, ენდემური ჯიშების მოძიება-გაშენებაა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 11 მაისს გორის უნივერსიტეტის ბაღში უკვე დაირგო ენდემური ჯიშის 120 ნერგი.
 კათალიკოს-პატრიარქმა დალოცა გორის უნივერსიტეტის რექტორი და წარმატებები უსურვა უნივერსიტეტს განვითარების რთულ გზაზე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა