შეხვედრა ტურიზმისა და ისტორიის მიმართულების სტუდენტებთან

01 მარტი,2019

1 მარტს გორის უნივერსიტეტს ეწვია გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ბატონი ნუგზარ სამხარაძე, რომელიც შეხვდა ტურიზმისა და ისტორიის მიმართულების სტუდენტებს.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მრებრიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმარს და წარუდგინა სტუდენტებს.
შეხვედრაზე ბატონმა ნუგზარ სამხარაძემ სტუდენტებს გააცნო ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესახებ და ხაზი გაუსვა ამ პროექტებში სტუდენტების ჩართულობის აუცილებლობას. შეხვედრაზე თავისი მოსაზრებები გამოთქვა რექტორის მოადგილემ, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა მიმდინარე წელს გორის უნივერსიტეტში დაგეგმილ ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის ჩატარების შესახებ, ასევე იმ გამოცდილებაზე რაც უნივერსიტეტს უკვე აქვს - კონკრეტული ტურისტული მარშრუტი შინდისი-არბო, ნიქოზი, დიცი, სადაც მონაწილეობას იღებენ გორისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის მიმართულების სტუდენტები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა