შეხვედრა

19 ნოემბერი,2018

19 ნოემბერს, გორის უნივერსიტეტს ეწვია ტრაბზონის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალების ასიციაციის ავტორი და ხელმძღვანელი, ქალბატონი ესმა ალა თურქმენი და თბილისის იუნუს ემრეს თურქული კულტურის ცენტრის წარმომადგენლები.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომლემაც ისაუბრა ქართულ-თურქულ ლიტერატურულ ურთიერთობებზე და მათ მნიშვნელობაზე. ქალბატონმა ესმა ალა თურქმენმა მოკლედ მიმოიხილა თურქული თანამედორვე ლიტერატურა და ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე. აღნიშნა რომ, მისი ნაწარმოებები უკვე ითარგმნება ქართულად და უახლოეს ხანებში ქართველ მკითხველს ექნება საშუალება მშობლიურ ენაზე გაეცნოს კიდევ ერთი თურქი მწერლის შემოქმედებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა