შეხვედრა

18 მაისი,2015

2015 წლის 15 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი სოსიაშვილი შიდა ქართლის რეგიონში არსებულ კერძო და სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა შრომის ბაზრის კვლევა შიდა ქართლის რეგიონში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში არსებულ კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობრივი და ასაკობრივი მაჩვენებლის განსაზღვრას კონკრეტული სპეციალობების მიხედვით. შესაბამისად, მოთხოვნადი სპეციალობების, არსებული და მოსალოდნელი ვაკანსიების გამოვლენას.
აღნიშნულ შეხვედრაზე ბატონმა გიორგიმ ვრცლად ისაუბრა უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეების შესახებ, როგორიცაა გორის უნივერსიტეტის აკრედიტაციისა და ავტორიზაციის წარმატებით გავლა, ახალი საბაკალავრო პროგრამების დამატება. ბატონმა რექტორმა აგრეთვე გამოთქვა მზაობა დამსაქმებელთა კლუბის შექმნის შესახებ, რომელიც ხელს შუწყობს სტუდენტთა დასაქმებას და ზოგადად საუნივერსიტეტო ცხოვრების სრულყოფას.
შეხვედრის ბოლოს დამსაქმებლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთონ პროცესში და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიაწოდონ რეკომენდაციები განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა