შეხვედრა

19 აპრილი,2016

18 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა შეხვედრა მოუწყო და გამარჯვება მიულოცა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულ სპორტსმენებს ლადო ხინჩეგაშვილს, გენო პეტრიაშვილს, დავით ტლაშაძეს და მათ აღმზრდელ პედაგოგს, დამსახურებულ მწვრთნელს, ნუგზარ სხიერელს. რექტორმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა სპორტსმენებს, ყოველმხრივი დახმარება აღუთქვა და წარმატებები უსურვა მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე. ჩემპიონებს გამარჯვება მიულოცეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, სპორტის პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ალექსანდრე იაშვილმა.
სპორტსმენებმა მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის რექტორატს თბილი შეხვედრისთვის

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა