შეხვედრა

18 მაისი,2016

17 მაისს გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტს  სტუმრობდა   ჟურნალ  „ცისკარის“ სარედაქციო კოლეგია: ჟურნალის რედაქტორი  ბატონი ამირან გომართელი,პოეტი ანდრო ბუაჩიძე,პოეტი ბაღათურ არაბული, პოეტი,  თამარ გელიტაშვილი-ლაფაური. სტუმრები მიიღო გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. შეხვედრას  ესწრებოდა  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე.
რის შემდეგაც შეხვედრა გაგრძელდა სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან, ქალაქის წარმოადგენლებთან. სტუმრებს მიესალმნენ გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, პროფესორი მარინე ცერცვაძე, პროფესორი ნარიკა შერაზადიშვილი, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ნელი ბაბუციძე, მწერალი ვანო ჩხიკვაძე, გორი საკრებულოს წევრი პაპუნა კობერიძე.
სტუმრებმა ისაუბრეს ჟურნალ „ცისკრის“ წარსულსა და დრევანდელობაზე, სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზე.შეხვედრა მიმდინარეობდა თბილ და უშუალო გარემოში და დასრულდა კითხვა-პასუხით.
   

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა