შეხვედრა

18 მაისი,2016

18 მაისს გორის უნივერსიტეტში "სტუდენტური დღეები 2016" ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა ცნობილ ქართველ ფოლკლორისტებთან: ქალბატონ ეთერ თათარაიძესთან, ბატონ ამირან არაბულთან და და ბატონ როსტომ ჩხეიძესთან.
 შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელიც მიესალმა სტუმრებს და მადლობა გადაუხადა ჩამობრძანებისთვის, ბატონმა გიორგიმ ისაუბრა ასეთი შეხვედრების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე რეგიონის უნივერსიტეტისათვის. სტუმრებს მიესალმნენ: გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე, პროფესორები: თამარ გოგოლაძე და მარინე ცერცვაძე. მისალმების შემდეგ ქალბატონმა ეთერ თათარაიძემ ისაუბრა მთაში დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ, გაიხსენა გოდერძი ჩოხელი და ვახუშტი კოტეტიშვილი, წაიკითხა საკუთარი ლექსები.
 სიტყვით გამოვიდნენ ბატონი როსტომ ჩხეიძე და ბატონი ამირან არაბული, რომლებმაც ასევე ხაზი გაუსვეს გორის უნივერსიტეტის მიღწევებსა და იმ აქტიურ საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს ქართული საზოგადოების ფორმირებას.
 შეხვედრის დასასრულს დამსწრეთა თხოვნით ქალბატონმა ეთერ თათარაიძემ წაიკითხა საკუთარი ლექსები

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა