შეხვედრა

21 სექტემბერი,2016

2016 წლის 21 სექტემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები პირველკურსელებს შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა სტუდენტებს კიდევ ერთხელ მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება, გააცნო უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეები და სასწავლო პროცესსა და სტუდენტურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.
პირველკურსელებთან შეხვედრაზე სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე- პრეზიდენტმა ჯაბა ქავთარაძემ უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური ცხოვრების დეტალებზე, უნივერსიტეტში მოქმედ კლუბებზე და სტუდენტების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა