შეხვედრა

12 ოქტომბერი,2016

"საქართველო ჩემთვის არის კორსიკა, რომელიც სამშობლოსავით შემიყვარდა"- ამბობს ფრანგი ადვოკატი და ბიზნესმენი ჟერარ ჟერმანი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, დავით ონიაშვილთან და ქართველ მხატვარ, ლევან მოსიაშვილთან ერთად გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა. ჟერარ ჟერმანმა გიორგი სოსიაშვილთან შეხვედრისას ისაუბრა, რომ მისი, როგორც კავკასიოლოგის დიდი სურვილია გორთან თანამშრომლობის გააქტიურება. გორის უნივერსიტეტის რექტორმა სურვილი გამოთქვა, უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნას ფრანგული ენის ცენტრი, სადაც სტუდენტები ისწავლიან ენას და ჩაერთვებიან ფრანგულ გაცვლით პროგრამებში.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა, შეხვედრის დროს, რუსეთთან ომის თემაზე, გიორგი სოსიაშვილის წიგნის, ფრანგულ ენაზე თარგმნის ინიციატივა და მხარდაჭერა გამოთქვა

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა