შეხვედრა

27 ოქტომბერი,2016

26 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა “CARITAS საქართველოსა“ და უნივერსიტეტის რექტორ, ბატონ გიორგი სოსიაშვილს შორის. კარიტასის წარმომადგენლებმა, ქალბატონმა ოლენ გურგენიძემ - პროექტის კოორდინატორმა და გაიოზ ყუბანეიშვილმა - პროექტის ჯანმრთელობისა და სოციალური დარგის მენეჯერმა, წარმოადგინეს „შინმოვლის“ პროგრამა, რომელიც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობებისა და ავადმყოფი პაციენტების მოვლას ოჯახში, რომლებსაც არ შეუძლიათ გადაადგილება. კარიტასის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტს შესთავაზეს თანამშრომლობა პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რაც გულისხმობს უნივერსიტეტის პროფესიული  სტუდენტების გადამზადებას აღნიშნული მიმართულებით. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა