შეხვედრა

12 თებერვალი,2015

10 თებერვალს გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ხორბალაძე, ფაკულტეტების დეკანები და სპორტის კათედრის წევრები შეხვდნენ სპორტის მიმართულებით წარმატებულ სტუდენტებს. განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტს ბექარ კაპანაძეს უნიკალურ ორთაბრძოლებში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტს დავით კარბელაშვილს სამბოს მსოფლიოს საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის მედლის მოპოვებისთვის და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტს გიორგი ყულუმბეგაშვილს საქართველოს პროფესიონალ მოკრივეთა შორის ჩატარებულ ტურნირზე ოქროს მედლის მოპოვებისთვის გადაეცათ სპეციალური სიგელები და საჩუქრები.  ადმისნიტრაციის ხელმძღვანელმა სტუდენტებს მიულოცა გამარჯვებები და უსურვა შემდგომი წარმატებები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა