შეხვედრა

29 ნოემბერი,2017

28 ნოემბერს სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა“ და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლობით პროექტის „ევროპული კულტურის ნაკვალევზე“ ფარგლებში, გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტები საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერიას ეწვივნენ და მოინახულეს გამოფენები „უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი-სილამაზე, კარავაჯო-სინათლე“, ასევე მუდმივმოქმედი ექსპოზიცია-ნიკო ფიროსმანაშვილი, ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, იაკობ ნიკოლაძე. მუზეუმში ვიზიტის შემდეგ გაიმართა შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, სადაც სტუდენტები დაესწრნენ ლექციას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ევროპული ღირებულებების შესახებ.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა