შეხვედრა

05 მარტი,2015

5 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ პროფესიული მიმართულებით დარეგისტრირებულ აპლიკანტებს.

შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ხორბალაძემ, მათ ისაუბრეს პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე და აპლიკანტებს წარმატებები უსურვეს მომავალ გამოცდებზე.

გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ქალბატონმა თამარ კაკუტიამ აპლიკანტებს გააცნო მომავალი გამოცდების განრიგი, თუ როგორ და სად ჩატარდება პროფესიული გამოცდა.

შეხვედრის ფაგლებში გორის უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების ადმინისტრატორმა ლევან წიქარიძემ გააკეთა პრეზენტაცია პროფესიული პროგრამების შესახებ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კოლეჯ „განთიადის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა