სკოლის მოსწავლეები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

16 აპრილი,2019

2019 წლის 12 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტმა უმასპინძლა გორის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს (ქიმიის პედაგოგი ქ. სარაული).
ქიმიის აკადემიურმა დოქტორმა ე. წკრიალაშვილმა დაათვალიერებინა მოსწავლეებს ბიოლოგია - ქიმიის ლაბორატორია. მან აღნიშნა, რომ ქიმიის სწავლება უნდა ეყრდნობოდეს ქიმიურ ექსპერიმენტს, რომლის საშუალებითაც მოსწავლე თუ სტუდენტი იღებს ექსპერიმენტული მუშაობის ჩვევებს და აკეთებს სწორ დასკვნებს. ე. წკრიალაშვილმა მოსწავლეებს ჩაუტარა მცირე ექსპერიმენტები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დ. ჩოჩიშვილი, ბიოლოგიის პროფესორი - ნ. გოგინაშვილი. სიტყვით გამოსვლისას მათ აღნიშნეს ღონისძიების მთავარი არსი - მოსწავლეთა დაინტერესება ქიმიისადმი, ექსპერიმენტული კვლევებისადმი, ხაზი გაუსვეს უნივერსიტეტისა და სკოლის დაახლოების მნიშვნელობას სწავლების დონის ამაღლებისათვის.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა