სტრატეგიული განვითარების საბჭოს წევრების შეხვედრა უნივერსიტეტის დამსაქმებლებთან

20 ოქტომბერი,2022

2022 წლის 20 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების საბჭოს წევრები შეხვდნენ უნივერსიტეტის დამსაქმებლებს და გააცნეს უნივერსიტეტის მისიაში ცვლილებების გამომწვევი მიზეზები და განხილვის მიზნით წარუდგინეს განახლებული მისიის პროექტი. აღინიშნა დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობა უნივერსიტეტის განვითარების პროცესებში, მათ შორის ახალი მისიის ჩამოყალიბებაში. შეხვედრის ბოლოს, საბჭოს წევრებმა თხოვნით მიმართეს დამსაქმებლებს, ახალი მისიის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენის თაობაზე.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა