სტუდენტ ნიკა ახალკაცის ხელნაკეთი ფიგურების პირველი გამოფენა

18 ივნისი,2021

მიმდინარე წლის 18 ივნისს „სტუდენტური დღეები 2021“-ის ფარგლებში გორის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტ ნიკა ახალკაცის ხელნაკეთი ფიგურების პირველი გამოფენა.
აღსანიშნავია, რომ ნიკა ახალკაცმა ძირითად სპეციალობასთან ერთად პანდემიის პერიოდში დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა და უკვე საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. მისი ნამუშევრები იყიდება სხვადასხვა პლათფორმაზე, მან გახსნა საკუთარი ონლაინ მაღაზია და სისტემატურად იღებს შეკვეთებს უცხოელი დამკვეთებისგან.
გორის უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით ნიკა ახალკაცს სამუშაო სახელოსნოდ დაეთმო უნივერსიტეტში არსებული, მიხეილ შაფთოშვილის სახელობის, ხელოვნების კაბინეტი, სადაც მას შესაძლებლობა ექნება ხეზე კვეთა შეასწავლოს დაინტერესებულ სტუდენტებს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა